საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია 110.7 მილიონი აშშ დოლარით გაუარესდა

20

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -23.2 მლრდ აშშ დოლარი (-62.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -143.3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 110.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.8 მლრდ აშშ დოლარია (26.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 307.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.0 მლრდ აშშ დოლარი (88.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 417.9 მლნ აშშ დოლარით მეტია.

Comments
Loading...