საქართველოს შინამეურნეობების სესხების ზრდა, საშუალოდ, წლიურად 20%-ია

358
სებ-ის მონაცემებით, ბოლო 5 წლის გამავლობაში ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები ბანკის ჯამური შემოსავლების საშუალოდ მხოლოდ 2.5% და ჯამური საკრედიტო პორტფელის 0.5%-ია.
 
ბოლო წლებში, უშუალოდ შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებში, 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან პორტფელში სტაბილურად 2.5%-ზე დაბალია.
 
შინამეურნეობების სესხების ზრდა, საშუალოდ, წლიურად 20%-ია, რაც საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისათვის ზომიერ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ლარის გაუფასურებამ ვალის დამატებით ზრდა გამოიწვია, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებში, და ნეგატიურად იმოქმედა ვალის ტვირთზე.
 
ბანკების მიმდინარე დაკრედიტების სტანდარტები ითვალისწინებს აღნიშნულ გამოწვევებს, თუმცა პროაქტიული ზედამხედველობის ფარგლებში, როგორიც საქართველოში გვაქვს, მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაინერგება დამატებითი მოთხოვნები იპოთეკური დაკრედიტებისას, მათ შორის, სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტის კუთხით. პარალელურად, მსგავსი რისკების შერბილებისთვის აქტიურად გრძელდება ლარიზაციის წახალისების ღონისძიებები.
Comments
Loading...