“საქართველოს ფოსტამ” ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება ვადაზე ადრე შეასრულა

384

"საქართველოს ფოსტამ" მიმდინარე წლის მაისის თვეში უნივერსალურ მომსახურებაში შემავალი საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობის  85%-ზე მეტის ადრესატისთვის  3 (სამ) სამუშაო დღეში  ჩაბარება უზრუნველყო. ამასთან, წერილობითი კორესპონდენციის ნაწილში 10%-ით, ხოლო ამანათების ნაწილში კომპანიის შიდა ხარისხობრივ სტანდარტს 7%-ით გადააჭარბა.

"საქართველოს ფოსტის" საშუალებით გაგზავნილი/მიღებული  საფოსტო გზავნილების რაოდენობის მუდმივად იზრდება. მიმდინარე წლის მაისის თვეში, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 461000 ერთეულს გადააჭარბა.

"საქართველოს ფოსტამ" დადგენილ ვადაზე ადრე შეძლო 97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის  შესრულება.

ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV-C -ის (საფოსტო და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) შესაბამისად, საქართველომ საფოსტო ოპერაციების ევროპულ სტანდარტთან დაახლოების ვალდებულება აიღო.

პირობის შესრულების მიზნით, საქართველო ვალდებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში  1997 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტის და საბჭოს 97/67/EC დირექტივა- ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ შეასრულოს.

"საქართველოს ფოსტამ" 97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის  შესრულება დადგენილ ვადაზე ადრე შეძლო.

Comments
Loading...