საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ექსპორტის მიხედვით

14

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 019.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით მეტია.

2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (262.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (205.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (195.6 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2021 წლის იანვარ-მაისის ექსპორტის მიხედვით:

 

 

 

 

2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (624.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (393.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (289.6 მლნ. აშშ დოლარი).

Comments
Loading...