საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში დებატების სასწავლო კურსი დაინერგა მომავალი პედაგოგებისთვის

9

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად გრძელდება დებატების სასწავლო პროგრამის იმპლემენტაცია საქართველოს უნივერსიტეტებში. 

პროექტის ფარგლებში ილიას, სამცხე-ჯავახეთის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო დებატების პროგრამა მომავალი მასწავლებლებისთვის წარმატებულად დაინერგა. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ევროპელ კოლეგებთან ერთად შემუშავებული საუნვერსიტეტო კურსის სწავლება მუდმივი სუპერვიზირების ქვეშ მიმდინარეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის წარმომადგენლების მიერ.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  ახალგაზრდებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

Comments
Loading...