საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 17.7 მილიარდი ლარი შეადგინა

56

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შეადგინა 7.2 მლრდ აშშ დოლარი (17.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.0 პროცენტია.

აღნიშნული თანხიდან სამთავრობო სექტორის ვალია 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 32.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 330.6 მლნ აშშ დოლარი (810.5 მლნ ლარი; მშპ-ს 2.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად – 801.5 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 903.8 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი).

Comments
Loading...