საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით 4,5 მილიონი ტონა ტვირთის ტრანზიტი განხორციელდება

456

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის გავლით სამი წლის განმავლობაში 4,5 მილიონი ტონა ტვირთი გატარდება, ხოლო საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში დაახლოებით 60 მილიონი ლარით შეივსება.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ წელიწადში 1,6 მილიონი ტონა თურქმენული ნავთობის ტრანზიტი საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გავლით მოხდება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი დაახლოებით 30%-ს შეადგენს. საქართველოს რკინიგზაში განმარტავენ, რომ აქედან უდიდესი ნაწილი სწორედ სარკინიგზო ტრანსპორტის შემდგენელი ნაწილია.

Comments
Loading...