საქართველოს სამთო კურორტებზე “თოვლის მსოფლიო დღე” აღინიშნა

234
"თოვლის მსოფლიო დღე" საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და მისი გენერალური სპონსორის, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით ქვეყნის სამთო კურორტებზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "სილქნეტი" ავრცელებს.
 
უკვე მეშვიდე წელია ამ დღეს 500-ზე მეტი ქვეყანა საზეიმო ღონისძიებებით უერთდება. საქართველოში "თოვლის მსოფლიო დღე" ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება.
 
წელს თოვლის დღე გუდაურში 4-დან 14 წლამდე  ასაკის ასობით ბავშვმა აღნიშნა. მათთვის მოეწყო გასართობი შეჯიბრი სათხილამურო სპორტში, ხოლო უფროსებისთვის ფრისტაილ შოუ გაიმართა.
 
ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონების პოპულარიზაცია, სათხილამურო სპორტის განვითარება და მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება – ეს ის მიმართულებებია, რასაც წლებია მხარს უჭერს კომპანია სილქნეტი.
Comments
Loading...