საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეხმაურება მედიაში გავრცელებულ წერილს

48

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ეხმაურება მედიაში გავრცელებულ წერილს, რომლის მიხედვითაც თითქოს ჩვენი პალატა ბიზნეს-სექტორს იწვევს ღონისძიებაზე:

“საქართველო-ევრაზიული ეკონომიკური კავშირი”, რომელიც თბილისში 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით იმართება.

გვინდა დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია აღნიშნული ღონისძიების გამართვაში, არ ჩართულა საორგანიზაციო ნაწილში და ფორუმის შესახებ ბიზნეს-სუბიექტებში ინფორმაციაც კი არ გაუვრცელებია. წერილში აღნიშნული ინფორმაცია პალატის ჩართულობის შესახებ არის აბსოლუტურად მცდარი. ასევე მცდარია ინფორმაცია პალატის საბჭოს წევრის – საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ჩართულობის შესახებაც.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არ ეწინააღმდეგება საქართველოს ბიზნეს-წრეების თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების ბიზნეს-სუბიექტებთან, მაინც ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზემოთხსენებულ ღონისძიებაში ჩვენი პალატა არანაირი მეთოდით ჩართული არ ყოფილა, რადგან არ ვეთანხმებით აღნიშნულ ფორმატს.

მივმართავთ ღონისძიების ორგანიზატორებს, აღმოფხვრან აღნიშნული უზუსტობა.

Comments
Loading...