საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ -19.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

419

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს -137.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 373.3 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.6 მლრდ აშშ დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 153.1 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.3 მლრდ აშშ დოლარი (72.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 526.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

Comments
Loading...