საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ

121

საქართველოს რკინიგზის 34 თანამშრომელს შრომის უსაფრთხოებაში საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ამ ღონისძიებით  დასრულდა  საქართველოში Iowa State University-ის მხარდაჭერითა და "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" დაფინანსებით მიმდინარე საგრანტო პროგრამის მეორე ეტაპი.

უკვე სერტიფიცირებული ტრენერები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების კურსს საქართველოს რკინიგზის ყველა რეგიონსა და სტრუქტურულ ერთეულში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება. მის ფარგლებში სარკინიგზო კოლეჯის ლექტორების გადამზადებაც მოხდა. აღნიშნული ინიციატივა შრომის დაცვისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევასა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას ემსახურება.

Comments
Loading...