“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

275

"ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს", – ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას სს "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

"ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია  და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად.  სს "საქართველოს რკინიგზის" ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული", – ნათქვამია განცხადებაში.

Comments
Loading...