“საქართველოს რკინიგზა” განცხადებას ავრცელებს

30

დასავლეთ საქართველოში ძლიერმა ქარმა საქართველოს რკინიგზის ზოგიერთ მონაკვეთზე ელექტრომომარაგების სისტემა დააზიანა, რის გამოც მატარებლებმა დაგვიანებით შეასრულეს გრაფიკით გათვალისწინებული რეისები. ამის შესახებ შესაბამისს განცხადებას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.

“შექმნილი შეფერხებების აღმოფხვრისთვის სს “საქართველოს რკინიგზის” ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

“საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

Comments
Loading...