საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

12

საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია მთავარზე გასულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:

“კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში.

განმარტებისთვის ,,საკუთარივაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ტვირთს აგზავნის ევროპის მიმართულებით, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა. ტვირთი მიდის ბათუმის პორტში, საიდანაც გადაიტვირთება გემში და იგზავნება ევროპაში. აქვე განმარტებისთვის, საქართველოს რკინიგზის მხრიდან რაიმე სახის სანქცირებული ტვირთის, მით უფრო სანქცირებული პირების კუთვნილი ტვირთის გატარება საქართველოს დერეფანში არ მომხდარა”.

Comments
Loading...