საქართველოს რკინიგზამ 32 მილიონით იზარალა

5

საქართველოს რკინიგზამ 2021 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ წელს უკვე 32 მილიონი ლარით იზარალა.

კომპანიამ იანვარ-ივნისში 277.6 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 32.3 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლის მატება, სავარაუდოდ, გადაზიდვების ზრდამ გამოიწვია, რადგანაც წლის პირველ ნახევარში კომპანია 6 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 2020 წელთან შედარებით 0.5 მილიონი ტონით მეტია.

რკინიგზისთვის მთავარი დანახარჯი ფინანსური ხარჯები იყო, რამაც 2021 წლის 6 თვეში 184.6 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წელს ფინანსური ხარჯები 121 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

რაც შეეხება კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, რკინიგზამ მის 12,500 დასაქმებულს ხელფასის სახით 2021 წლის 6 თვეში 84.6 მილიონი ლარის ხელფასები ჩაურიცხა.

Comments
Loading...