საქართველოს რკინიგზამ წელს 11 მლნ ლარით იზარალა

3

საქართველოს რკინიგზამ 2021 წლის პირველი 9 თვის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში საქართველოს რკინიგზის ზარალმა 10,9 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიამ იანვარ-სექტემბეტრში 408.9 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 45 მლნ ლარით მეტია.

რკინიგზისთვის მთავარი დანახარჯი არა საოპერაციო ხარჯები, არამედ ფინანსური ხარჯები იყო, რამაც 2021 წლის 9 თვეში 200.8 მილიონი ლარი შეადგინა. შედარებისთვის, წინა წელს ფინანსური ხარჯები 93.5 მილიონი ლარით ნაკლები იყო.

Comments
Loading...