საქართველოს რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო

26

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით,  23 ოქტომბრიდან – 30 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ფასდაკლებების კვირეული – “Discount Week” ტარდება.

კამპანია “Discount Week”  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.

პროექტის მიზანია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

Discount Week-ში მონაწილეობს 29 სასტუმრო 6 სხვადასხვა რეგიონიდან, ესენია; აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი.  სასტუმროები 30%-დან 52%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ მომხმარებელს.

სასტუმროების ჩამონათვალი, ფასდაკლება და პრომო კოდი იხილეთ ვებ-გვერდზე : http://georgia.travel/discount/weeks

Comments
Loading...