საქართველოს მთავრობამ Apple-თან, Georgian Online App Store-ის გახსნაზე მოლაპარაკებები დაიწყო

429

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, ამერიკაში სილიკონ ველიზე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სრულუფლებიან ელჩთან აშშ-ში დავით ბაქრაძესთან ერთად შეხვედრები გამართა ეფლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. სადაც მოლაპარაკებები შედგა 2017 წლის ბოლომდე Georgian online App Store-ის გახსნაზე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ავრცელებს.

Georgian App Store-ი ქართველ მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენოს Apple-ის ლიცენზირებული პროდუქტები და სერვისები, ხოლო ვებ დეველოპერები App აქსელერატორის მეშვეობით შექმნიან ios-ის ეკოსისტემაში უფრო მეტ და უკეთეს აპლიკაციებს და გაზრდიან ქართული პროდუქციის ცნობადობას. შეთანხმების მიხედვით, საქართველო იმ პრიორიტეტული ქვეყნების ჩამონათვალში შევა, რომელსაც ეფლი სამომავლო გაფართოებისთვის განიხილავს.

Comments
Loading...