საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 854.3 მილიონი ლარით გაიზარდა

73

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 854.3 მლნ ლარით, ანუ 1.9 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით) და 2019 წლის პირველი ოქტომბრისათვის 45.8 მლრდ ლარი შეადგინა.

2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.0 პროცენტია.

Comments
Loading...