საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.5%-ით გაიზარდა

301

სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0.8 მლრდ ლარით, ანუ 2.5 პროცენტით გაიზარდა და 32.3  მლრდ ლარი შეადგინა.

2017 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.0 პროცენტია.

Comments
Loading...