საქართველოს ეროვნულ ბანკს ახალი ვებგვერდი აქვს

9

2021 წლის 28 ივლისიდან, სატესტო რეჟიმში გაეშვა საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ვებგვერდი – nbg.gov.ge სრულიად ახალი და განსხვავებული დიზაინით, ფუნქციონალით და ფორმატით.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საწყის ეტაპზე, გარკვეული პერიოდით, ახალი ვებგვერდის პარალელურად, ხელმისაწვდომი იქნება ძველი ვებგვერდიც.

“დაინტერესებული პირების საყურადღებოდ, რომლებიც ვებგვერდზე გარკვეული სერვისებით (სიახლეები, პრესრელიზები) სარგებლობთ, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ ძველ ვებგვერდს შეეცვლება დომენი და შემდეგ მისამართზე – old.nbg.gov.ge იქნება ხელმისაწვდომი, ამიტომ, შესაძლებელია გარკვეულ სერვისებზე გქონდეთ შეფერხება.

იმისათვის, რომ უწყვეტად გქონდეთ წვდომა ეროვნული ბანკის ახალი ვებგვერდის სერვისებთან და მიიღოთ სასურველი ინფორმაცია, გამოიწერეთ განახლებული ვებგვერდი დააჭირეთ ღილაკს – „გამოწერა“”, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

Comments
Loading...