საქართველოს კინოთეატრებში დღეიდან ფილმების ჩვენება განახლდება

2

8 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში აღდგება ფილმების ჩვენება. კორონავირუსის ეპიდემიის გამო შარშან დახურულმა კინოთეატრებმა მუშაობის გაგრძელების ნებართვა 1 აპრილიდან მიიღეს, თუმცა, სეანსების განახლება 8 აპრილიდან გადაწყვიტეს.

სავალდებულოდ დასაცავი წესებია მაყურებლის თერმოსკრინინგი, პირბადის გამოყენება და სეანსებს შორის დარბაზების დეზინფექცია. დარბაზი მხოლოდ სანახევროდ უნდა იყოს შევსებული.

21:00 საათიდან მოქმედი „კომენდანტის საათის“ გამო, კინოთეატრებში არ იქნება ღამის სეანსები.

Comments
Loading...