საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე 2018 წლის ტურისტულ სეზონს დადებით აფასებს

110

2018 წლის საერთაშორისო ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაციას საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან მელაძე დაესწრო. ქეთევან მელაძემ გასული წლის ტურისტული სეზონი წარმატებულად შეაფასა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

“გასულ წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 მილიონ ნახევარს გადააჭარბა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო არის ტრენდი მთელ მსოფლიოში, რაც ჩანს ამ ციფრებშიც. წელს ჩვენ ტურისტების უფრო დიდ რაოდენობას ველით.

გაზაფხულისთვის უკვე თითქმის ყველა განთავსების ობიექტი დაჯავშნილია, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა გიდებზე და აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ტურისტული სეზონის დროს გიდების სერიოზული დეფიციტია, ამიტომ ჩვენ გვჭირდება გიდების რაოდენობის გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაუმჯობესდეს მომსახურების სერვისი და ამას დაჭირდება სერიოზული ტრენინგების ჩატარება. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის აუცილებელია გადამზადების კურსების გამართვა. ვფიქრობ სერვისი არის ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ფაქტორი, რადგან სერვისი ქმნის ტურიზმს.” – განაცხადა ქეთევან მელაძემ.

Comments
Loading...