საქართველოს ბანკი სახელფასო გათამაშების მასშტაბურ აქციას იწყებს

58

7 სექტემბერი, 2018- მთელი საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა სახელფასო გათამაშების მასშტაბური აქციის შესახებ განაცხადა. გათამაშების ჩატარების ძირითად მიზანს წარმოადგენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის წახალისება და ყოველთვიურად მათთვის 5 000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 ლარის მოგების შესაძლებლობის მიცემა.

გათამაშების პროცესი ძალიან მარტივია. მათ, ვისაც საქართველოს ბანკში ერიცხება ხელფასი, 2019 წლის 1 მარტამდე ჩარიცხული ხელფასის ყოველ 500 ლარზე გადაეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი. გათამაშება ჩატარდება ყოველთვიურად, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან – 2019 წლის 11 მარტის ჩათვლით. კონკრეტულად კი: 2018 წლის 10 ოქტომბერს, 12 ნოემბერსა და 10 დეკემბერს, ასევე, 2019 წლის 10 იანვარს, 11 თებერვალსა და 11 მარტს და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. თითოეული გათამაშებისას გათამაშდება 6-ჯერ – 5 000; 3-ჯერ – 10 000; 2-ჯერ – 20 000 და 50 000 ლარი.

სუპერპრიზის სახით კი გათამაშდება 100 000 ლარი. გათამაშება გაიმართება საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, დოლურის პრინციპით. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების დათვლა მოხდება 2018 წლის 1 სექტემბრიდან – 2019 წლის 28 თებერვლის ჩათვლით დარიცხული შრომითი ანაზღაურების თანხების მიხედვით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. 

Comments
Loading...