საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi-ს მორიგი ვორქშოპი გაიმართება

5

საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ს თანამშრომლობით,  7 ივლისს, 16:00 საათზე ვორქშოპი სახელწოდებით „Applied Deep Reinforcement Learning“ გაიმართება. 

ღონისძიება ონლაინ, Zoom-ის ფლატფორმის გამოყენებით ჩატარდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნულ ბმულზე რეგისტრაციის გავლით შეუძლია https://bit.ly/3qwtgAe 

შეხვედრას პროგრამული ინჟინერიის განხრით, Microsoft-ის კონტრაქტორი შოთა ელყანიშვილი გაუძღვება. ვორქშოპი მოიცავს როგორც მანქანური სწავლების ერთ-ერთ მიმდინარეობაზე- Deep Reinforcement Learning-ზე თეორიული ინფორმაციის გაზიარებას, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს, სადაც მონაწილეები თეორიულ მასალაზე დაყრდნობით შექმნიან სისტემას PyTorch-ის (მანქანური სწავლების ერთ-ერთი ფრეიმვორქის) გამოყენებით. 

ვორქშოპის სამუშაო ენა ქართულია. დასწრების მსურველებს, სასურველია, ჰქონდეთ მანქანური სწავლების, კერძოდ ნეირონული ქსელების ბაზისური ცოდნა.

„უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბანკი DataFest Tbilisi-სთან პარტნიორობით არაერთი ღონისძიების თუ სემინარის მხარდამჭერია.  მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთ ასეთ ვორქშოპს – „Applied Deep Reinforcement Learning“ დავუჭიროთ მხარი. ვორქშოფის მეშვეობით დამსწრეები გაეცნობიან ახალ ალგორითმს და მისი გამოყენების გზებს, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ სისტემის თავად აწყობას. საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს მეტი მსგავსი შეხვედრის ორგანიზებას, რადგან  ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა პროგრამული ინჟინერებისთვის, მიიღონ სასარგებლო რჩევები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია სფეროს პროფესიონალებისგან“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის, შოთა ელყანიშვილი Micrsoft-ის კონტრაქტორია, პროგრამული ინჟინერიის განხრით. მანამდე კი, საქართველოს ბანკში მონაცემთა მეცნიერად მუშაობდა. ის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამა “ლიდერატორის” და ინფორმატიკის ცენტრ მზიურის ლექტორია.  

Comments
Loading...