საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კვარიათში აპარტოტელი – გუმბათი რეზიდენსი შენდება

8

საქართველოს ბანკი დველოპერული სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და „გუმბათი ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში კვარიათში, ზღვის პირველ ზოლში აპარტოტელი – გუმბათი რეზიდენსი შენდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერა კი 3.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

პროექტი მოიცავს  სხვადასხვა ზომის 103 აპარტამენტს, ლაუნჯს და რესტორანს,  ფრენბურთის მოედანს, ღია კინოთეატრს, ფიტნესს, ბუნგალოსა და გარე აუზს. ასევე, 2000 კვ.მ-ზე გამწვანებულ ეზოსა და  კეთილმოწყობილ სანაპიროს.

 „ის რაც პროექტს გამოარჩევს არის  მშენებლობის მაღალი სტანდარტი, იდეალური ადგილმდებარეობა, ადმინისტრაციის მომსახურება, კერძო, 2-სართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, გასართობი და სარელაქსაციო ზონები, მთისა და ზღვის პანორამული ხედები, ვინტილირებადი ფასადი და ა.შ. ეს „გუმბათი ჯგუფის“ რიგით მეათე პროექტია და მოხარული ვართ რომ გუმბათი რეზიდენსის პროექტს საქართველოს ბანკთან ერთად ვახორციელებთ“,- განაცხადა კომპანიის  დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ.

 

„კომპანია „გუმბათი ჯგუფი“  ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს და მშენებლობის მაღალი სტანდარტების დამსახურებით დღემდე მოწინავე ადგილს იკავებს თავის სფეროში. ეს არის პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო დიდი მასშტაბის მშენებლობა ბათუმში. 22 წლიანი გამოცდილება, აშენებული 500.000 კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი ფართი, ასევე 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი ძალიან ბევრს ამბობს ამ კომპანიაზე და  მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი პარტნიორობის ფარგლებში კვარიათს ასეთი აპარტოტელი შეემატება გუმბათი რეზიდენსის სახით. გვინდა კიდევ უფრო მეტი წარმატება ვუსურვოთ კომპანიას  და საინტერესო პროექტების განხორციელება“,- აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის ხელმძღვანელი, ნათია ღლონტი.

Comments
Loading...