საქართველოს ბანკის მხარადჭერით Fuckup Nights ბრუნდება!

61

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ხვალ Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 4 – “გზა სულ არის“ გაიმართება. Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi ღონისძიებას უკვე ოცდამეექვსედ მასპინძლობენ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით,  Fuckup Nights კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მარცხის ისტორიებს გაუზიარებენღონისძიების მომხსენებლები იქნებიან:

  • მაშო მარგიშვილი, დიზაინერი // Masholand-ის აღმომჩენი;
  • ზვიად სიჭინავა, Stack-ის ტექნიკური დირექტორი (CTO);
  • ეკა ყიფიანი, JWT Metro- კრეატიული დირექტორი;
  • დიმუ მენაბდე, street-food ანტრეპრენერი.

მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://fb.me/e/3gjjIiC6U

Fuckup Nights საქართველო vol. 4 – „გზა სულ არისღონისძებაზე  დასწრება უფასოა, თუმცა, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ვირტუალური ადგილის დაჯავშნა  Linkedin ივენთზე  ან Facebook ივენთზე

ღონისძიების მოდერატორი ინოვაციების კონსულტანტი და ტექ ენთუზიასტი ნინუცა ნანიტაშვილია.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureauსა და Impact Hub Tbilisiის მიერ. მისი მთავარი პარტნიორი კი საქართველოს ბანკია. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან Grant Thortnton Georgia, Kedari Ventures ● კედარი ვენჩერს, Wolt და ლუდი ქარვა ● Karva.

Comments
Loading...