საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთის ძირითადი ეკონომიკური მოვლენების ათეულშია

555

2016 წლის ჩინეთის 10 ძირითადი ეკონომიკური მოვლენის სიაში საქართველოსთან “თავისუფალი ვაჭრობისშესახებ” შეთანხმება მერვე ადგილზე მოხვდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, შესაბამისი გამოკითხვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს ინიციატივით 2016 წლის დეკემბერში ჩატარდა.

“თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” ჩინეთ-საქართველოს შორის წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების საკითხს ჩინეთის ყველაზეცნობილი სოციალური ქსელის “ვეისინის” მომხმარებელთა უმრავლესობამ მისცა ხმა.

ხსენებულ გამოკითხვაში პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთ-აშშ-ს კომერციისა და ვაჭრობის გაერთიანებულმაკომისიამ, რომლის 27-ე სხდომა 2016 წელს ვაშინგტონში გაიმართა, ათეულში ასევე მოხდა “ჩინეთის იმპორტ-ექსპორტის” 120-ე გამოფენა, თავისუფალი სავაჭრო ზონების გახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში წლისათი მთავარი ეკონომიკური მოვლენის გამოსავლენად გამოკითხვა ყოველ წელს ტარდება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზემოლაპარაკებების გამართვის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ხელი მოეწერა 2015 წლის 9 მარტს, საქართველოს ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.

გადაწყვეტილება აღნიშნული მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე, 2015 წელს ჩინეთში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის პრემიერმინისტრებს შორის გამართულ შეხვედრისას მიიღეს. საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე მემორანდუმი თბილისში 2016 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული, მისი ამოქმედების შემდეგ კი საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს.

Comments
Loading...