საქართველოსა და ქუვეითს შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლა იწყება

353

მიმდინარე წლის ივლისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია "Kuwait Wataniya Airways" შემოდის. კონსულტაციები ავიაკომპანიის მიერ ორ ქვეყანას შორის რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელების თაობაზე, საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ქუვეითის სახელმწიფოს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ დირექტორატს შორის გაიმართა. 

"Wataniya Airways" რეგულარულ რეისებს ელ-ქუვეითი – თბილისი – ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ფრენები 11 ივლისიდან 29 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. შესაბამისი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს გასცა. 

საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას 2012 წელს მოეწერა ხელი. 2014-2016 წლებში ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ასრულებდა.

Comments
Loading...