საქართველომ სიგარეტის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაზარდა

3

საქართველოს სიგარეტის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 15%-ით გაეზარდა. 

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან $19.9 მილიონის სიგარეტია ექსპორტირებული. 2020 წლის შესაბამის პეროდში ექსპორტი $17.3 მილიონს არ აღემატებოდა.

მიმდინარე წელს, საქართველოდან სიგარეტის მთავარი საექსპორტო მიმართულება აზერბაიჯანია ($9.2 მილიონი). $6.4 მილიონის სიგარეტია ექსპორტირებული რუსეთში. $414 ათასის სიგარეტია ექსპორტირებული ყაზახეთში. საქართველო სიგარეტს ყიდის ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, სინგაპურში, უკრაინაში და სირიაში.

Comments
Loading...