საქართველომ კაკლის ექსპორტი 94%-ით გაზარდა

6

საქართველოდან კაკლის (უნაჭუჭო და ნაჭუჭიანის) ექსპორტი რაოდენობრივ მაჩვენებელში 94%-ით, ხოლო ღირებულებაში – 53%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან $508 ათასის ღირებულების 95 ტონა კაკალი გავიდა ექსპორტზე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 49 ტონას და $331 ათასს არ აღემატებოდა.

ქართული კაკლი ძირითადად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ($332,000), თურქეთში ($89,000) და სომხეთში ($78,000) იგზავნება.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველოს 336.5 ტონა კაკლის იმპორტი $1.2 მილიონი დაუჯდა. კაკლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი საქართველოში ყირგიზეთია (134 ტონა). 60 ტონა კაკალი შემოვიდა უკრაინიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 41 ტონა კაკალი ქვეყანამ ჩილესგან შეისყიდა. კაკლის იმპორტი განხორციელდა ასევე უზბეკეთიდან (20 ტონა) და ჩინეთიდან (10 ტონა).

Comments
Loading...