საქართველომ თხილის ექსპორტი გაზარდა

7

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით გაიზარდა).

2021 წლის 9 თვეში საქართველომ დაახლოებით 42%-ით მეტი კაკალი და თხილი გყიდა, ვიდრე – გასულ წელს.

2020/21 წლიურ სეზონზე თხილის გლობალურ წარმოებაში საქართველოს წამყვანი ქვეყნების შვიდეულში 3%-იანი წილით მეექვსე ადგილი უკავია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ 2021-22 წლის სეზონი გასულ წელზე უკეთესი იქნება.

Comments
Loading...