საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 4-ჯერ გაიზარდა

9

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი 3.7-ჯერ გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 11.6 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში ექსპორტი 3.1 ათას ტონას არ აღემატებოდა. 

შესაბამისად, $1.5 მილიონიდან $5.4 მილიონამდე გაიზარდა ვაშლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც.

ქართული ვაშლი წელს თითქმის მთლიანად (11.2 ათასი ტონა) რუსეთმა შეიძინა, რაშიც $5.2 მილიონი გადაიხადა. ექსპორტის უმნიშვნელო რაოდენობა განხორციელდა სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ყაზახეთში.

Comments
Loading...