საფრანგეთმა Google 50 მილიონი ევროთი დააჯარიმა

25

საფრანგეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიამ კომპანია Google, მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და გამოყენების დროს გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო, 50 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

“ეროვნული კომისია მაქსიმალური ოდენობის ჯარიმას აწესებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომისიამ ასოციაციებისგან None Of Your Business (NOYB) და La Quadrature du Net (LQDN) მიიღო საჩივარი, რომელსაც ხელს 10 ათასი ადამიანი აწერდა.

გამოძიების შედეგად, კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ Google-მა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ მომხმარებლები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, თუ როგორ გროვდება და მუშავდება მათი პერსონალური ინფორმაცია, აგრეთვე სწორედ მათ უნდა გასცენ ამაზე თანხმობა.

Comments
Loading...