საფრანგეთი პლასტიკური შეფუთვის გამოყენებაზე უარს ამბობს

4

Radio France Internationale (RFI)-ის ინფორმაციით, საფრანგეთი ხილისა და ბოსტნეულის შესაფუთად პლასტიკს აღარ გამოიყენებს.

საფრანგეთმა ხილისა და ბოსტნეულის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც მომავალი წლიდან პლასტიკური შეფუთვის გარეშე გაიყიდება.

საფრანგეთის ეკონომიკის, ეკოლოგიური გარდამავლობისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთში ხილისა და ბოსტნეულის, დაახლოებით, 37% შეფუთულია.

ჰენრიხ ბელის ფონდის მონაცემებით, საფრანგეთში პლასტმასის 45,5%-ს სწორედ შესაფუთ მასალაში იყენებენ.

Comments
Loading...