საფრანგეთი გერმანიას მოუწოდებს, ნავალნის დაკავების გამო, უარი თქვას გაზსადენ Nord Stream 2-ის მშენებლობაზე

4

საფრანგეთმა მოუწოდა გერმანიას, ალექსეი ნავალნის დაკავების გარშემო შექმნილი ვითარების გამო გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობაზე უარი თქვას.

საფრანგეთის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა, თქვა, რომ რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები არ არის საკმარისი. ბონი თვლის, რომ პროექტის ბედი მხოლოდ ბერლინს შეუძლია გადაწყვიტოს, რადგან გაზსადენი მის ტერიტორიაზე მთავრდება. იანვარში მოსკოვთან ურთიერთობების შეზღუდვისკენ მოწოდებით ნავალნის დაკავების აგმო გამოვიდა ევროპის კავშირის პარლამენტი.

აშშ და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა წინააღმდეგია “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მშენებლობის, რადგან მიაჩნიათ, რომ ის გაზრდის რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას ენერგიის სფეროში და შეიძლება გადაიქცეს შანტაჟის იარაღად მოსკოვის ხელში.

Comments
Loading...