საფრანგეთის ხელისუფლება Renault-სა და Nissan-ის გაერთიანების ინიციატივას უარყოფს

58

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ ცდილობს Renault-სა და Nissan-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანებას.

მინისტრის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ლე მერმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ორი კომპანიის სამომავლო ფუნქციონირებასა და ალიანსს ემხრობა.

მანამდე იაპონური გამოცემა წერდა, რომ საფრანგეთის ხელისუფლების დელეგაციამ, ტოკიოში ვიზიტისას, იაპონიის მხარეს განუცხადა, რომ Renault-სა და Nissan-ის ერთ ჰოლდინგად გაერთიანება სურს.

2018 წლის დეკემბერში, Nissan-ის ყოფილი ტოპ-მენეჯერი კარლოს გონი, ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალი დასდეს შემოსავლების დაფარვაში, თუმცა შემდეგ, 11 იანვარს, ტოკიოს პროკურატურამ მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წარადგინა, რომლებიც ნდობის ბოროტად გამოყენებას, კომპანია Nissan-სთვის 17 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ზარალის მიყენებასა და 2015-დან 2017 წლამდე შემოსავლების დაფარვას გულისხმობს.

Comments
Loading...