საფრანგეთის სასამართლომ, შვეიცარიულ ბანკს UBS AG, 4,5 მილიარდი ევროს გადახდა დააკისრა

41

საფრანგეთში, შვეიცარიულ ბანკს UBS AG 4,5 მილიარდი ევროს (5,1 მილიარდი აშშ დოლარი) გადახდა დაეკისრა.

საფრანგეთის სასამართლომ, საკრედიტო ორგანიზაცია დამნაშავედ სცნო კლიენტების უკანონოდ მიზიდვაში და გადასახადებისგან თავის არიდებაში. დაკისრებული ჯარიმიდან 3,7 მილიარდი ევრო – ეს ჯარიმაა, ხოლო 800 მილიონი ევრო – საფრანგეთის ხელისუფლებისთვის გადასახდელი თანხა კომპენსაციის სახით.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ჯარიმა თითქმის ბანკის შემოსავლის ტოლფასია. საკრედიტო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, მისმა შემოსავალმა 4,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. UBS-ს აქციების ღირებულება 2%-ით დაეცა.

თავად UBS უარყოფ ბრალდებებს. მისი ადვოკატის თქმით, ბანკი განაჩენს გაასაჩივრებს.

მსგავსი საკითხები UBS-თან დაკავშირებით, აქამდე განიხილებოდა აშშ-სა და გერმანიაში. 2009 წელს, ბანკმა თანხმობა განაცხადა აშშ-სთვის 780 მილიონი აშშ დოლარის გადახდაზე, ხოლო 2014 წელს – გერმანიისთვის 300 მილიონი ევროს გადახდაზე.

Comments
Loading...