საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა

48

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, პაპუნა ლეჟავას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“საკმაოდ ახალგაზრდა კანდიდატია, კარგი ბიოგრაფია და სამუშაო გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეროვნული ბანკის კვალიფიციურ გუნდს შეუერთდეს და საზღვარგარეთიდან მიღებული გამოცდილება გაუზიაროს”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ სხდომაზე და კოლეგებს მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან დღემდე აშშ-ში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (ვაშინგტონი) ფინანსურ ოფიცრად მუშაობდა; 2010-2013 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

Comments
Loading...