საუდის არაბეთმა 2019 წელს შესაძლოა ნავთობის მოპოვება შეამციროს

37

საუდის არაბეთმა შესაძლოა ნავთობის მოპოვება 2019 წელს შეამციროს. ამის შესახებ ნავთობის მინისტრმა ხალიდ ალ-ფატიხმა განაცხადა. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.

მისი თქმით, ერ-რიადს შეუძლია დღიური მოპოვება უკვე დეკემბერში 500 ათასი ბარელით შეამციროს იმ თხოვნის საპასუხოდ, რაც სხვა მწარმოებლებს აქვთ. ხალიდ ალ-ფატიხმა ეს განცხადება გააკეთა მუხედავად იმისა, რომ ოპეკ+ ის მიერ არანაირი მოსალოდნელი ცვლილება არ ყოფილა გაჟღერებული ნავთობის წარმოების სფეროში.

ხუთი დღით ადრე ირანმა საუდის არაბეთსა და რუსეთს ნავთობის მოპოვების შემცირება დღიურად მილიონი ბარელით მოუწოდა, ვინაიდან ტემპების ზრდის გამო, ფასები 15 აშშ დოლარით დაეცა. იმის შესახებ გადაწყვეტილება, რომ ნავთობის მოპოვება 6 თვის განმავლობაში მილიონი ბარელით გაზრდილიყო ყოველდღიურად, ოპეკმა და სხვა მსხვილმა ექსპორტიორებმა 2018 წლის ივნისში მიიღეს. ინიციატივას კი მხარი დაუჭირეს მოსკოვმა და ერ-რიადმა. მანამდე კი მოქმედებდა ოპეკ ის 2016 წლის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მოპოვება დღიურად 1,8 მილიონი ბარელით შემცირდა.

შეთანხმება უკვე ორჯერ გაახანგრძლივეს, მოქმედების უკიდურესი ვადა კი 2018 წლის მიწურულია.
5 ნოემბერს, აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების ფონზე ბრენტის მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 72 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.

Comments
Loading...