სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ფასები გაიზარდა

4

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივლისის თვეში სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მომსახურების ჯგუფებში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით. 

ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (9.7 პროცენტი).

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზეც: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი).

საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...