სასამართლომ Johnson & Johnson-ს 22 დაზარალებულისთვის 4,69 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა

181

აშშ-ში მისურის შტატის სასამართლომ კომპანია Johnson & Johnson-ს 22 ქალისთვის Johnson & Johnson 4,69 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ქალბატონები ჩივიან, რომ კომპანია Johnson & Johnson-ის პროდუქციის გამოყენების შემდეგ, მათ კიბო განუვითარდათ.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. ისინი აცხადებენ, რომ Johnson & Johnson-ის პროდუქცია სიმსივნეს არ იწვევს. კომპანია გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები 1.4%-ით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხევა არ არის, როდესაც კომპანიის წინააღმდეგ  ჯანმღტელობისთვის საზიანო პროდუქტის წარმოებისთვის სარჩელი შეაქვთ. მანამდე, სენტ ლუისის სასამართლომ კომპანია J & J-ს ერთ-ერთი მომხარებლისთვის 110 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ქალბატონი ლოის სლემპი ვირჯინიის შტატიდან აცხადებდა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ტალკის გამოყენების შემდეგ, მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

მისურის გარდა, კომპანია J&J- მა ანალოგიური ბრალდებით კიდევ სამი სასამართლო პროცესი წააგო, რომლის თანახმად, კომპანიას 197 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

კომპანია J&J- ში აცხადებენ, რომ ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ჯონსონის ბავშვის ფხვნილი (Johnson's Baby Powder) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

Comments
Loading...