საპენსიო შენატანებზე დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია

6

2021 წლის 12 აპრილის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.37 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც დარიცხული სარგებელი 140 მილიონი ლარია. საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში და ერიცხება ეფექტური წლიური 10.7% სარგებელი. საპენსიო აქტივების 65% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 35% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მათ შორის: საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით ისარგებლა 323 ბენეფიციარმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსით 321, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო დაგროვებული პენსიით ისარგებლა 1-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით 120-მა პირმა.

სულ მონაწილე – 1,137,380- ია, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი ემატება სქემას.

Comments
Loading...