საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტი, საჯარო, თვის ბოლოს გახდება

254

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით,  სექტემბრის ბოლოს, კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ გამოქვეყნდება და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გაცნობა.

"გუშინ  საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პრემიერთან განვიხილეთ. ფაქტობრივად ვაზუსტებთ ბოლო ნიუანსებს. ჩემი ოპტიმისტური ვარაუდით, ჩვენ  თვის ბოლოს ვაპირებთ, რომ საჯაროდ  გამოვაქვეყნოთ ეს კანონი. ეს იქნება სწორი. ჩვენი აზრით, რეფორმის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რომ ყველამ იხილოს, თუ რა არის ეს კანონპროექტი.

მოგეხსენებათ მსგავსი ინფორმაცია საკანონლდებლო მაცნეზე კი ქვეყნდება ხოლმე, მაგრამ რეფორმის მასშტაბურობიდან და იმ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ამ რეფორმის გარშემოა, გვსურს, რომ ყველა კითხვა, რაც არსებობს აქედანვე დავხუროთ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ თვის ბოლოს გამოვაქვეყნოთ კანონპროექტი, მივიღოთ კომენტარები. აქვე გეტყვით, რომ შეხვედრების ერთი რაუნდი  ბიზნესასოციაციებთან, ბანკების ასოციაციებთან, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციებთან,  ანუ ასე ვთქვათ, კერძო სექტორთან  უკვე ჩატარებული გვაქვს. შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა. ცოტა ხანში კი  რეფორმა, კიდევ უფრო ფართო განხილვის მიზნით, საზოგადოების წინაშე გამოვა", – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

Comments
Loading...