სანქციების გამო ბელგიის პორტში რუსეთისთვის განკუთვნილი 8000 ძვირადღირებული მანქანა გაიჭედა

9

8000-მდე პრემიუმ კლასის ავტომობილი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში გასაგზავნად იყო გამზადებული, ანტირუსული სანქციების გამო ბელგიის პორტ ზეებრუგეში გაიჭედა. ამის შესახებ Wall Street Journal წერს.

ჩარჩენილ მანქანებს შორის არის Lexus-ის, Cadillac-ისა და Mercedes-ის უახლესი მოდელები. გამოცემის ცნობით, მანქანები ბელგიაში აზიიდან აპრილის დასაწყისში ჩავიდა. მათი რუსეთში გაგზავნა იგეგმებოდა, მაგრამ გეგმები ჩაიშალა რუსეთის ფედერაციაში ფუფუნების საქონლის ექსპორტის აკრძალვის გამო.

ეს მანქანები სავარაუდოდ სხვა ბაზრებზე გაიყიდება, განუცხადა გამოცემას პორტის საავტომობილო ტერმინალის დირექტორმა მარკ ადრიანსენსმა.

პორტში არა მხოლოდ მანქანები, არამედ სხვა სანქცირებული საქონელიც არის გაჭედილი. კერძოდ, თვითმფრინავის ნაწილები, ქიმიკატები და ნახევარგამტარები, მთლიანობაში ათასზე მეტი კონტეინერი.

მანამდე ევროკავშირმა (სანქციების მეოთხე პაკეტის ფარგლებში) დააწესა აკრძალვა რუსეთში ფუფუნების საგნების მიწოდებაზე. მას ექვემდებარება 50 000 ევროზე მეტი ღირებულების ძვირადღირებული მანქანებიც. სანქციები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის საპასუხოდ იქნა მიღებული.

Comments
Loading...