“სანამ C ჰეპატიტის პროგრამას ვიწყებდით, რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო მედიკამენტების არალეგალური გადინება”

51

დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით სერგეენკო C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების საკითხსაც შეეხო. მისი განმარტებით გამოძიება პრევენციული ხასიათისაა. საქმე ეხება იმ მედიკამეტებს, რომლებსაც პაცინეტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.

ქვეყანაში საჭირო მედიკამეტების რაოდენობის განსაზღვრა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ხდება. საბჭოს შემადგენლობაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ფარმაცევტული კომპანია გილეადის წარმომადგენლებიც შედიან. მრჩეველთა საბჭოს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, იმისთვის, რომ ელიმინაციის მიზანი, დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3500 პაციენტის საჭირო მედიკამენტებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. დღეის მდგომარებობით პროგრამაში ყოველთვიურად საშუალოდ 1000 პაციენტი ერთვება. 

დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტების ჩამოწერის გამო სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია და ყველა პაციენტმა პროგრამის ფარგლებში ვადიანი და უახლესი თაობის მედიკამენტით იმკურნალა.

"სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო  მედიკამენტების არალეგალური გადინება. საბედნიეროდ, სამნახევარი წლის განმავლობაში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს", – განაცხადა დავით სერგეენკომ.

Comments
Loading...