სამხრეთ კორეამ კომპანია BMW 9,93 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა

48

სამხრეთ კორეამ გერმანული ავტოკონცერნი BMW, 11,2 მილიარდი ვონით, ანუ დაახლოებით 9,93 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმეს. ამის მიზეზი კი ავტომობილების გაუმართაობა გახდა, რის შედეგადაც აალების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს სამხრეთ კორეაში დაახლოებით 40 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც BMW-ს ავტომობილები აალდა. აგვისტოში, ამ შემთხვევების გამო, კომპანიამ უკან 100 000 ავტომობილი გაიხმო.

დადგინდა, რომ ამ შემთხვევების მიზეზი EGR სისტემის, Exhaust Gas Recirculation – გაუმართაობა გახდა. მუშაობაში დეფექტი იყო, რის გამოც ავტომობილში გამაგრილებელი სითხე ჟონავდა.

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტრომ კომპანიას დეტალების გამოცვლა, ჯარიმის გადახდა და სამომავლოდ აღნიშნული დეფექტიანი სისტემის შემოწმება დაავალდებულა.

სამხრეთ კორეაში BMW ავტომობილების მწარმოებელი უცხოური რიგით მეორე, Mercedes-Benz-ის შემდეგ, უდიდესი კომპანიაა. BMW-ის წილზე, ქვეყანაში გაყიდული მანქანების დაახლოებით 25% მოდის. სამხრეთ კორეა, მსოფლიოში მანქანების გაყიდვების რაოდენობით მე-11 ადგილს იკავებს, იგი ლუქსის კლასის ავტომობილების გაყიდვაში ერთ-ერთი მთავარი ბაზარია.

Comments
Loading...