სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია იქმნება

49

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდება. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციის (DMO) სამომავლოდ დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. DMO-ს დაარსებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID/Zrda ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, ასევე სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.

Comments
Loading...