სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველო” თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას განაგრძობს

470

დღეს პარტიის ოფისში, სამუშაო ჯგუფების შუალედური შეხვედრა გაიმართა. წარმოადგინეს სხვადასხვა თემაზე მომზადებული პრეზენტაციები -არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

"ჩვენი მიზანია, გავხადოთ თბილისი უკეთესი. აღმოვფხვრათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა უნებართვო მშენებლობა, ჰაერის დაბინძურება, საცობები გზებზე,პარკირება და მრავალი სხვა. დედაქალაქის პრობლემების გადაჭრაში, ჩვენ მოსახლეობაც მაქსიმალურად ჩავრთეთ. შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა სახის პრობლემებზე მუშაობენ.სამუშაოების დასრულების შემდეგ, გეგმა საჯაროდ წარედგინება თბილისი მერიასა და საკრებულოს", – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, "ახალმა საქართველომ" დედაქალაქის პრობლემებზე სამუშაოდ ღია CALL  ერთი თვის წინ გამოაცხადა. რის შემდეგაც, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ინფრასტრუქტურული პრობლემები, უნებართვო მშენებლობები,ბიუროკრატიის შემცირება, სოციალური და კულტურული საკითხები, ჰაერის დაბინძურება, პარკირება და ავტოფარეხების პრობლემა, ახალი თბილისის იერსახე და სხვა. სამუშაო პროცესში 200-მდე დაინტერესებული პირი ჩაერთო. გეგმის შემუშავებაზე ჯგუფები მაისის ბოლომდე იმუშავებენ. დასრულების შემდეგ, კი გეგმა საჯაროდ წარედგინება თბილისის მერიასა და საკრებულოს.

Comments
Loading...