სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შვეიცარული კომპანიის “სინგენტა” წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

361

პესტიციდების და ერთწლოვანი კულტურების სათესლე მასალის მწარმოებელი შვეიცარული კომპანიის "სინგენტა" წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებთან შეხვედრები გამართეს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა აგრარულ დარგში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებზე, ასევე, არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, ნაცრისადმი და ნაცრისფერი სიდამპლისადმი მიმღებიანი ვაზის ჯიშების და მათთან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიელმა სპეციალისტებმა ჯიღაურას ბაზაზე ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერეს, გაეცნენ მცენარეთა დაცვის მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობას, ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურას და დაგეგმილ დიაგნოსტიკურ კვლევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

Comments
Loading...